მთავარიპოლიტიკა

“თალიბანი” ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას: რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიაში?

ავღანეთში თალიბანის წარმატება რუსეთისთვის ორლესული მახვილია.  მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ აშშ -ს ჯარებმა  ავღანეთი  დატოვონ, მაგრამ ავღანეთში არასტაბილურობამ შეიძლება “სული შთაბეროს” სხვა ტერორისტულ ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი აცხადებს, რომ ავღანეთის ნაციონალისტურ ისლამისტურ ძალას არ გააჩნია  ამბიციები ავღანეთს გარეთ. ეს ეპიზოდი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც კუხო-ს  წევრი ტაჯიკეთი თალიბანის ავღანეთს ესაზღვრება.

ერთ -ერთი რეგიონალური მოთამაშე –  ირანი,  არის სომხეთის უშუალო მეზობელი, მაგრამ ის ასევე ესაზღვრება თალიბანის ავღანეთს. ირანოლოგის ვარდან ვოსკანიანის თქმით, ირანის ხელისუფლებამ მოახერხა თალიბანთან მუშაობა ავღანეთში ქვეყნის დიპლომატიური ყოფნის უზრუნველსაყოფად, მეორეს მხრივ, ირანი თავშესაფარს აძლევს ათასობით ავღანელ ლტოლვილს.

ვარტან ვოსკანიანი:  “პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც ირანის პოზიცია ავღანეთში რჩება თალიბანის კონტროლის ქვეშ, რადგან ქვეყნის შიგნით ირანელებს ჰყავთ მხარდამჭერთა დიდი, საკმაოდ ძლიერი არმია, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი შიიტებიათა  და სპარსულ ენაზე მოლაპარაკე  მოსახლეობით. ავღანეთში მოსახლეობის თითქმის ნახევარი სპარსულენოვანია“.

თუ ტერორისტული ჯგუფები გააქტიურდებიან რეგიონში შეიძლება შეიქმნას დესტაბილიზაციის ახალი კერები. 44-დღიანი ომის დროს სომხეთმა გამოსცადა ტერორისტების არსებობა საკუთარ  მიწაზე, ახლა ასეთი რისკები იქმნება  მთელი რეგიონისთვის.

ირანოლოგი ექსპერტი არ გამორიცხავს, ​​რომ ავღანელი ლტოლვილები შეეცადებიან სომხეთში შემოსვლას ირანის გავლით, ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები ჩრდილოეთ პროვინციებიდან, ისინი თავს აფარებენ ქაბულში არსებულ საზოგადოებრივ პარკებს

ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ინტერესების ნებისმიერი საფრთხე აიძულებს ამ უკანასკნელს დახარჯოს დამატებითი რესურსი ამ მიმართულებით. რესურსები, რომლებიც შესაძლებელია სომხეთის წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო.  თალიბანის მთავრობა არის საფრთხე, განსაკუთრებით ლაჯვარდის დერეფნისთვის, რომელიც ძალიან პოპულარულია თურქეთში და ამოქმედდა 2018 წელს. ეს არის სატრანსპორტო-ეკონომიკური კვანძი, რომლის გავლით ავღანეთი უერთდება თურქეთს თურქმენეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

„თურქეთის არმიას ავღანეთში უშუალოდ  საფრთხე ემუქრება, რადგან თალიბებმა არაერთხელ განაცხადეს , რომ ისინი არ შეეგუებიან თურქეთის ძალების ყოფნას ქაბულის აეროპორტში და ერდოღანის რეჟიმი ხარჯავს  მნიშვნელოვან დიპლომატიურ და სხვა რესურსებს რათა  ნატოს ძალების გაყვანის შემდეგ ქაბულიც ცენტრალური აეროპორტი დარჩეს  თურქეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ.  იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ე.წ. სამშვიდობოები არიან თურქეთის შეიარაღებული ძალების რიგებში, აშკარაა, რომ აზერბაიჯანულ სამყაროს საფრთხე ემუქრება, რაც დადებითად უნდა იქნას აღქმული სომხური ინტერესების თვალსაზრისით”,-ამბობს ვარდან  ვოსკანიანი.

სომხური ინტერესებიდან გამომდინარე ისიც დადებითად შეიძლება შეფასდეს, რომ შეერთებული შტატებისათვის და ნატოს  დასავლეთისათვის  სამხედრო თვალსაზრისით  აზერბაიჯანი ნაკლებ საინტერესო ხდება, რადგან ავღანეთში ნატოს ძალების მომსახურება  ხდებოდა  აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, ისინი იყენებდნენ   აზერბაიჯანის საჰაერო სივრცესა და აეროპორტებს. ახლა, ფაქტობრივად, აზერბაიჯანს სხვა არაფერი აქვს გასაკეთებელი.

ძულებით გადაადგილებული ოჯახები ჩრდილოეთ პროვინციებიდან, ისინი თავს აფარებენ ქაბულში არსებულ საზოგადოებრივ პარკებს

ავღანეთში ხელისუფლებაში მოსული მოძრაობა “თალიბანის” ლიდერებს პრობლემები აქვთ ირანთან, პაკისტანთან, თურქეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან. “ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებს, თავის მხრივ, აქვთ ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, შესაბამისად, ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეუძლიათ ხარისხობრივად  გავლენა მოახდინონ რეგიონში”,-ამბობს სამხედრო ექსპერტი ჰაიკ ნაჰაპეტიანი. მისი თქმით, შეერთებული შტატების იმედები, რომ თურქეთის სახით ნატოს ძალები გააგრძელებენ ავღანეთის კონტროლს, ქრება ․

”შეერთებულ შტატებს ეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად  თურქეთს ექნება გარკვეული გავლენა, როგორც ნატოს ჯარების წარმომადგენელს, მაგრამ თალიბანის დამოკიდებულება მეტად მკაცრი გამოდგა.  მათმა გენერალი დოსტუმიც კი გამოიწვიეს, რომელიც თურქეთის ინტერესებს ემსახურებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თალიბანი ამჟამად ახორციელებს ავღანეთში მცხოვრები სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფიდან ერთ -ერთის, პუშტუნების ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობას.

შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები ახორციელებენ ავღანეთიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას. რუსეთი ამ საკითხში არ ჩქარობს. იმისდა მიუხედავად, რომ თალიბანი ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად,  რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალულია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ავღანეთის მთავრობასთან, ასევე თალიბანთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის უფროსმა ზამირ კაბულოვმა განაცხადა, რომ თალიბანმა უზრუნველყო რუსეთის საელჩოს და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება.

ავტორი: ნანე პეტროსიანი

ნახეთ მეტი
Back to top button