მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა მოუწოდა რუს გადამზიდავებს, რომ ყურადღება მიაქციონ მთიანი ყარაბაღის სატრანზიტო პოტენციალს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა რუსული სატვირთო კომპანიების წარმომადგენლებს, ყურადღება მიაქციონ მთიანი ყარაბაღის სატრანზიტო პოტენციალს.   ამის შესახებ ინფორმაციას ТАСС-ი  ავრცელებს.

”ჩვენ ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურისა და გზების რესტავრაციაზე, ასე რომ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ პერსპექტიულ ტერიტორიას, მე ვფიქრობ რომ მას ექნება აშკარა ეკონომიკური სარგებელი.

”მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორის ეკონომიკური განვითარება, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, გაგრძელდეს რუსეთის აქტიური მონაწილეობით”, – თქვა ლავროვმა საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციასთან შეხვედრაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button