ალიევს უკვირს, რომ სომხეთში “დამარცხებულმა ხელმძღვანელობამ მოიპოვა ხალხის ნდობა”. ის ასკვნის, რომ “სომეხი ხალხი და სომხეთის ხელმძღვანელობა შეეგუა ახალ სიტუაციას და დამარცხებას”.
ალიევის გაკვირვება არც თუ იმდენად გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა 1990 -იანი წლების დასაწყისში დიდი დამარცხების შემდეგ, მისი მამა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნდა 1993 წელს და შემდეგ დაკარგა ხუთი ოლქი, არ გადადგა. მან განაგრძო მმართველობა 2003 წლამდე, მის სიკვდილამდე, მოასწრო რა ქვეყანა შვილისთვის მემკვიდრეობით გადაეცა და ხელი არ მოეწერა “სამშვიდობო ხელშეკრულებაზე” სომხეთთან.
როგორც ჩანს, ილჰამ ალიევს მოსვენებას არ აძლევს ეს ასოციაცია: ომში დამარცხების შემდეგ, მამამ დათმო თავისი ეკონომიკური სუვერენიტეტის ნაწილი, დადო “საუკუნის გარიგება” და ქვეყანა ნავთის კასრად გადააქცია. ალიევმა ვაჟმა პოლიტიკური გარიგება დადო რუსეთსა და თურქეთთან, დათმო სუვერენიტეტი, რამაც მას საშუალება მისცა აეღო “რევანში”.
როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში? ალიევი ითხოვს გარიგებას რუსეთთან! “ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეწყვეტს სომხეთის შეიარაღებას, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ ვხედავთ”. მან შეახსენა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების პროცესი დაწყებულია“.
ალიევის თქმით, სომხეთისთვის იარაღის მიწოდების „აზრი“ არ არსებობს. ის მოითხოვს, რომ სომხეთმა ხელი მოაწეროს “სამშვიდობო ხელშეკრულებას”. ეშინია ალიევს რევანშის?