მთავარისაზოგადოება

საველე ჰოსპიტლები მზადაა | კორონავირუსის ანტირეკორდი და გამკაცრებული რეგულაციები

,,მთავარი არხი” წერს, რომ კოვიდსტატისტიკის დღევანდელმა მაჩვენებელმა ანტირეკორდი მოხსნა – დღეს 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის პარალელურად, რეგულაციები მკაცრდება – დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

სრული მზადყოფნაა საველე ჰოსპიტლებში. თბილისის ორ წერტილში განლაგებულ სივრცეებში დაინფიცირებული პაციენტების განთავსება უკვე ხვალიდან დაიწყება. ეს არის ხელისუფლების გეგმა, თუმცა მის ეფექტურობას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან მთავარი პრობლემა საწოლების დეფიციტის გარდა ადამიანური რესურსია.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ გაუწევს სამედიცინო დახმარებას საველე ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, როდესაც საქართველოში უკვე წლებია საველე გადამზადება არავის გაუვლია.

ნახეთ მეტი
Back to top button