სომხეთის რესპუბლიკის ვიცე -პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, რუსეთის ფედერაციის ვიცე -პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე -პრემიერმა აჰინ მუსტაფაევმა განაახლეს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობა. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვებგვერდი.
17 აგვისტოს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განახლების პერსპექტივები. მათ ასევე განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ -მინისტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2021 წლის 11 იანვრის განცხადების ფარგლებში შემდგომი განსახორციელებელი სამუშაოები”,-აღინიშნება რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე.