მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაიცავს თავის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას: საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოხსენიებული იყო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული ქმედებები სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონებში 16-17 აგვისტოს.

”16 აგვისტოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონებში, ერასხის  დასახლების მახლობლად, სიუნიქში შავი  ტბის მახლობლად, გეგარქუნიკის რეგიონის მიმართულებით, სადაც მიზანში იქნა ამოღებული საზღვრისპირა დასახლებების  მშვიდობიანი მოსახლეობა.  17 აგვისტოს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით სროლა გაგრძელდა.

16 აგვისტოს  სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ვაჰან თათოსიანი სასიკვდილოდ დაჭრა იერასხის მონაკვეთზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სნაიპერმა, ხოლო სამხედრო მოსამსახურე არმან ჰაკობიანი მოკლული იქნა მტრის მიერ  გეგარქუნიკის რეგიონის მიმართულებით.

17 აგვისტოს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით. ჩვენ ღრმა თანაგრძნობას და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ასევე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას.

აღსანიშნავია, რომ ეს ქმედებები შერწყმულია აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის სომხეთის სუვერენიტეტული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და არცახის  წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარასთან.   

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავს დეესკალაციის ძალისხმევის საფრთხეს, არყევს  რეგიონალურ  უსაფრთხოებასა  და მშვიდობას.

ისინი მიზნად ისახავენ  ხელი შეუშალონ  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას,  ასევე  რეგიონალური ბლოკადის პროცესის შემსუბუქებას და კომუნიკაციის ყველა საშუალების გახსნას.

სომხეთის რესპუბლიკა თანმიმდევრულად დაიცავს თავის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არცახის  ხალხის თვითგამორკვევისა და სამშობლოში ცხოვრების უფლებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button