ანალიტიკამთავარი

კუხო-ს სამხედრო წვრთნები ჩატარდება ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის გასაძლიერებლად: სამხედრო ექსპერტი

ავღანეთში სრული ძალაუფლების მიღების შემდეგ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთელი სისტემა თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცა.  7 არმიის კორპუსი, 14 ბრიგადა, სპეცრაზმი და 200 ათასი შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე ბრძოლის გარეშე ჩაბარდა მოძრაობა “თალიბანის” 50-60 ათასიან  რაზმს. სამხედრო ექსპერტის ჰაიკ ნაჰაპეტიანის თქმით, თალიბანმა კი არ აიღო ძალაუფლება, ის მას  გადასცეს. იმდენად სწრაფად, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერც კი მოახერხა თავისი სამხედრო ტექნიკის გაყვანა. სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან შეერთებული შტატების მიერ დატოვებული ტექნიკა დაიწყებს მოქმედებას.

”კუხო-ს  ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის, რომ ავღანეთი დატოვა მხოლოდ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და ნატოს წევრი ქვეყნების პერსონალმა, ტექნიკა კი დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან დაიწყებენ  ამ მოწყობილობების გამოყენებას.  კუხო-ს  სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანია ამ საფრთხისათვის  წინ აღდგომა და მომზადება იმ შემთხვევაში,  თუ  ავღანეთი თავს დაესხმება ტაჯიკეთს“,  – ამბობს ჰაიკ ნაჰაპეტიანი.

მეორე მიმართულება, რომლითაც შესაძლებელია ამერიკული სამხედრო ტექნიკა ამოქმედდეს თალიბანის ხელში არის ირანი. ექსპერტის აზრით, შეერთებულმა შტატებმა თალიბანს გადასცა ძალაუფლება ირანის დასუსტების მიზნით. ექსპერტი შეახსენებს, რომ “თალიბანი” შეიქმნა პაკისტანის სპეცსამსახურების მიერ. ეს სახელმწიფო არის თურქეთის, აზერბაიჯანის ერთ -ერთი მოკავშირე, რომელსაც ჯერ კიდევ არ აუღიარებია სომხეთის დამოუკიდებლობა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, პაკისტანის სამხედროები მონაწილეობდნენ 44-დღიან ომში. სამხედრო ექსპერტი შეახსენებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმმა წვრთნები ჩაატარეს  პაკისტანში. ამ კონტექსტში, სომხეთის მონაწილეობას კუხო- ს სამხედრო წვრთნებში ექსპერტი დროულად მიიჩნევს.

“ცხადია, რომ ეს წვრთნები მიზნად ისახავს ტაჯიკეთის საზღვრის ავღანეთთან გაძლიერებას, რადგან დაპირება რჩება დაპირებად.  დავუშვათ, თალიბანმა პირობა დადო, რომ თავს არ დაესხმება  არცერთ მეზობელ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის“, – ამბობს ნაჰაპეტიანი.

ჯერჯერობით უცნობია რა სახის სამხედრო წვრთნებია მოსალოდნელი უახლოეს თვეებში, რა ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას, რა მასშტაბით ჩატარდება წრთვნა. ყოველივე ეს ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზეა.  ჰაიკ ნაჰაპეტიანის თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეაფასებს   კუხო-ს  წევრი ქვეყნების პოლიტიკური ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსული რადიკალების შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებს. ექსპერტის აზრით, ზოგჯერ სამხედრო წვრთნების საბაბით, სახელმწიფოები ჯარების გადაადგილებას აწარმოებენ,  მოიტანენ იარაღს და უკან მხოლოდ ფუტლიარები მიაქვთ.

”სწავლების დასრულების შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი, პერსონალი (ეს არის აღიარებული წესი, რომლი შესახებაც  არ აცხადებენ) ჩვეულებრივ რჩება იმ ადგილებში. ისევე, როგორც ბევრი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, თურქული სამხედრო ტექნიკის ინსტრუქტორები დარჩნენ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და არ დაბრუნდნენ უკან”,-აღნიშნა ნაჰაპეტიანმა.

თუკი კუხო-ს  ხელმძღვანელობამ  და სამხედრო წვრთნების განმახორციელებელმა  პერსონალმა საფრთხე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს,  მაშინ, სამხედრო ექსპერტის აზრით, ტაჯიკეთ -ავღანეთის საზღვარზე გარკვეული სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის განლაგება არ არის გამორიცხული მანამ, სანამ რეგიონში სიტუაცია არ დარეგულირდება.  

ნახეთ მეტი
Back to top button