მთავარისაზოგადოება
ოქტომბერში დაგეგმილი “ერებუნი-ერევნის” სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება
ერევნის მერის ჰაიკ მარუთიანის გადაწყვეტილებით, ოქტომბერში დაგეგმილი “ერებუნი-ერევნის” სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება. ამის შესახებ ერევნის მუნიციპალიტეტის პრესმდივანმა ჰაკობ კარაპეტიანმა განაცხადა.
ერევანი ქალაქი 2021 წ. ბიუჯეტით “ერებუნი-ერევნისთვის” გათვალისწინებული ფინანსური საშუალებები მიმართული იქნება “100 სახლი არცახში” პროგრამისაკენ, ასევე ერევნის კულტურული დაწესებულებების განვითარების პროგრამებზე.
კერძოდ, თანხები გამოიყოფა „ერებუნი“ ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროგრამებისა და ერევნის ისტორიის მუზეუმის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად.