მთავარიპოლიტიკა

რეფორმირებული არმია, აქტიური საგარეო პოლიტიკა: პრემიერმა წარმოადგინა პრიორიტეტები უსაფრთხოების სფეროში

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოების გამოწვევებს.

პრემიერ -მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ პირველ ნაწილში, რომელსაც ეწოდება უსაფრთხოება – საგარეო პოლიტიკა, აღნიშნულია თუ რომელია  სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ფაქტორები.

პრემიერ -მინისტრის განცხადებით, სომხური მოდერნიზებული არმია პირველია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი ფაქტორების ჩამონათვალში.

“თქვენ იცით, რომ სომხეთში დაიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმის პროცესი, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არმია, რეფორმირებული შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მთავარი ფაქტორი ჩვენი გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ -მინისტრმა ასევე გამოყო  აქტიური საგარეო პოლიტიკა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგი ძირითადი ფაქტორი.

“ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ სომხეთის რესპუბლიკამ უნდა განახორციელოს აქტიური, მოქნილი საგარეო პოლიტიკა, იმუშაოს ყველა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ჰქონდეს ეფექტური სამუშაო ურთიერთობები”, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სომხურ -რუსული სტრატეგიული ალიანსი – სომხეთის წევრობა კუხო- ში.

პრემიერ მინისტრი მიიჩნევს სტაბილური რეგიონალური გარემოს შექმნას და რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მნიშვნელოვან ინოვაციად.

„ჩვენს  საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ადგილს ვუთმობთ რეგიონალურ საგარეო პოლიტიკას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონში მტრული ატმოსფეროს მართვა და დაძლევა აუცილებელია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.  ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიად  მიგვაჩნია მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, ”,-თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის გარკვევაში. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ სამშვიდობო პროცესის სრული აღდგენა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში არის მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით”,-დაასრულა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button