მთავარიპოლიტიკა

სომხეთში სარკინიგზო სექტორში უნდა განხორციელდეს დაახლოებით 2 033 000.00 დოლარის ინვესტიცია: ფაშინიანი

სომხეთში სარკინიგზო სექტორში უნდა განხორციელდეს დაახლოებით 39 მილიარდი დრამის  (2033424.93 დოლარი ) ინვესტიცია.

 ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

”ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან  შეთანხმებას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“, სომხეთის სარკინიგზო ტრანსპორტის მენეჯმენტთან.  ამ შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობს, რომ 2024 წლისთვის სომხეთში სარკინიგზო სექტორში უნდა განხორციელდეს დაახლოებით 39 მილიარდი დრამის ინვესტიცია,” – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საჰაერო ტრანსპორტის სფეროშიც.

”ორი ადგილობრივი ავიაკომპანია იქმნება სომხეთში, რა თქმა უნდა, ასევე უცხოური ინვესტიციით, რაც არ უარესებს, მაგრამ აუმჯობესებს შეფასებას”, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button