მთავარიპოლიტიკა

სომხეთში შეიქმნება საგარეო დაზვერვის სამსახური

სომხეთის რესპუბლიკაში შეიქმნება საგარეო დაზვერვის სამსახური მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმა.

”ამ პროგრამაში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკაში შეიქმნება საგარეო დაზვერვის სამსახური”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეკონომიკური განვითარება და სოციალური სტაბილურობა.

„ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს განვითარებადი, გადასახადების გადამხდელი ეკონომიკა, რომელიც გამოიმუშავებს რესურსებს, რომლებიც საჭიროა სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასეთი რესურსები შეიძლება იყოს მხოლოდ მაღალტექნოლოგიური, ინდუსტრიული, პროდუქტიული, ექსპორტზე ორიენტირებული, ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებს”,-აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button