საზოგადოება

სომხეთში შემოვიდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ახალი პარტია

მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიძინა სომხეთში COVID-19 ვაქცინის ახალი პარტია.

ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩინური „სინოფარმის “ ვაქცინის 200 000 დოზა განკუთვნილია 100 000 ადამიანისთვის. ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქისთვის შეზღუდვების გარეშე.  გამოიყენეთ თქვენი უფლება იყოთ ჯანმრთელი. სახელმწიფო აწვდის ყველას ვაქცინას უფასოდ, რომელიც დაგვიცავს COVID-19- ის მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისაგან”,-თქვა ავანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button