მთავარიპოლიტიკა

უახლოეს მომავალში გაფართოვდება სომხეთის ეუს სასაზღვრო ჯარების პასუხისმგებლობის სფეროები: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარები მალე მიიღებენ უფრო მეტ უბნებს  შეიარაღებული ძალებისგან, რითაც სასაზღვრო სამსახურის პასუხისმგებლობის სფეროები გაფართოვდება.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამის წარდგენისას.

„უახლოეს მომავალში სასაზღვრო ჯარები უნდა გაფართოვდეს, გარდაიქმნას და რეფორმას დაექვემდებაროს.  ეს ასევე გამოხატავს ჩვენს განზრახვას, ხელი შევუწყოთ მშვიდობიანი რეგიონულ დღის წესრიგს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, მესაზღვრეები ჩვეულებრივ იღებენ პასუხისმგებლობას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მშვიდობის ზონად ითვლება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button