მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის არმია გააგრძელებს არცახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას

სომხეთის მთავრობის უპირველესი ამოცანა უახლოეს წლებში უნდა იყოს ის, რომ უზრუნველყოს არცახის მოსახლეობის უსაფრთხოება და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარება. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმაში.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტას ხედავს ეუთოს მჯ თანათავმჯდომარეების ეგიდით მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის გარკვევაში – ცნობილი პრინციპებისა და ელემენტების საფუძველზე, მათ შორის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე.

„ომის შემდგომ არცახის აღდგენა, ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურება, დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნება იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში. ძალისხმევას არ დაიშურებს არცახში ღირსეული, აყვავებული ცხოვრების პირობების შესაქმნელად. „ამ მიზნებს მთავრობა მიაღწევს არცახის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავებით, ასევე არცახთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნის მეშვეობით“, – ნათქვამია პროგრამაში.

აღინიშნება, რომ სომხეთის რესპუბლიკა კვლავაც იქნება არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი, გააგრძელებს მუშაობას არცახის ხალხის უფლებების დაცვისათვის.

„არცახის და არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას  გააგრძელებს თავდაცვის არმია. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ყოფნა არცახში არის უსაფრთხოების ყველაზე უმნიშვნელესი გარანტია. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ შეიქმნას ყველა აუცილებელი პირობა სამშვიდობო მისიის შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად მუშაობისთვის.

“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატის ფარგლებში არსებითი მოლაპარაკებების წარმოება უმნიშვნელოვანესია ყარაბაღის კონფლიქტის ექსკლუზიურად მშვიდობიანი მოგვარებისათვის”,-ნათქვამია პროგრამაში.

ნახეთ მეტი
Back to top button