ანალიტიკამთავარი

„მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართება“: ექსპერტი სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესების შესახებ

 18 აგვისტოს ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის წევრებს წარუდგინა სომხეთის მთავრობის 2021-26 წლების სამოქმედო გეგმა.

168.am-  თან საუბარში ქართველოლოგი  ჯონი მელიქიანი  შეეხო  სამთავრობო პროგრამის რეგიონალურ კომპონენტებს  და ყურადღება გაამახვილა  იმაზე, რომ სამოქმედო გეგმაში ლაპარაკია  ირანთან და საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ -მინისტრმა არჩევის შემდეგ პირველი სამუშაო ვიზიტი ჩაატარა თეირანში. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ის სამუშაო ან ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს.

ვინაიდან წარმოდგენილ პროგრამაში იყო მითითება სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დემარკაციაზე, ჩვენ ვკითხეთ ექსპერტს თუ რამდენად უმტკივნეულოდ  წარიმართება ეს პროცესი,არსებობს თუ არა  ტერიტორიული ურთიერთპრეტენზიები.

პასუხად  ჯონი მელიქიანმა აღნიშნა:  „ჯერ კიდევ 1990 -იანი წლებიდან შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის  პროცესებითაა დაკავებული.   რამდენადაც მე ვიცი, ჯერ კიდევ არსებობს  პრობლემები ზოგიერთ სასაზღვრო ზონასთან დაკავშირებით, საჭიროა  დეტალური დაზუსტება და მუშაობა.

ზოგადად, ყველა სახელმწიფო, ერთმანეთთან საზღვრების განსაზღვრისას, თავიდანვე  ღია უნდა იყოს იმისთვის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ტერიტორიების გაცვლა,  ერთ ადგილას დაკარგონ, მეორე ადგილას დაიბრუნონ. ეს არის ორმხრივი პროცესი, რის შედეგადაც შესაძლებელია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გაფორმება და საკითხის  საბოლოოდ დახურვა“.

სხვათა შორის, მან ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივ მუშაობაში შესაძლებელია ჩაერთონ სომხურ-ქართული ეკლესიები, რადგანაც არის ეკლესიებთან დაკავშირებული საკითხებიც, მისი აზრით,  ჩართულობა უნდა იყოს იმ ზომით, რომ  არ შეაფერხებს მომავალი მოლაპარაკებები და უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს საბოლოო შედეგებზე.  

ჩვენი თანამოსაუბრე  ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,  განსაკუთრებით საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობისა  და ორივე მხარის მიერ მისი  განვითარების მცდელობის თვალსაზრისით:  „ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, აქვთ მსგავსი პრობლემა.  თუ სომხეთი და საქართველო  შესძლებენ   საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხში  ურთიერთშეთანხმებას,   სასაზღვრო საკითხი დაიხურება და ხელმოწერილი იქნება  სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება ფიქსირებული საზღვარი.  ეს  შეიძლება გარკვეული სახის დარტყმაც კი იყოს  ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე. გამოდის, რომ საქართველომ  მიაღწია  გარკვეულ შედეგს მეზობელ პარტნიორ სომხეთთან,  ხოლო აზერბაიჯანთან, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორია, შეიძლება ასეთ შედეგამდე ვერც კი   მივიდნენ“.

კითხვაზე, თუ რამდენად შეუფერხებლად წარიმართება   ეს პროცესი, ქართველოლოგმა უპასუხა: „მე ვერ ვიტყვი,  რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, რადგანაც  შიდა პოლიტიკური ვითარება როგორც სომხეთში, ასევე  საქართველოშიც  საკმაოდ რთულია. საქართველოში ახლა აქტიური წინასაარჩევნო პერიოდია. გასაგებია, რომ ოქტომბრამდე რაიმე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. არჩევნების შემდეგ კი  ოპოზიცია  გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ეკლესიაც გააკრიტიკებს, ჩემი აზრით იგივე მოხდება სომხეთშიც.

ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობათაშორისო კომისიის პროფესიულმა  ჯგუფებმა  მაქსიმალურად აქტიურად ითანამშრომლონ, შეეცადონ შეიმუშაონ კონსენსუსული გადაწყვეტილებები. შეიძლება ამ პროცესებს საერთაშორისო ხელშეწყობა მოჰყვეს, რატომაც არა? ჩაერთვებიან ნეიტრალური პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ დახმარებას ამ პროცესში.

თუმცა, გარკვეული შედეგების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური თბილისი და ერევანი  მზად იყვნენ ამისთვის,  თავიანთი ეროვნული ინტერესების შენარჩუნებით, კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით,  მივიდნენ ამ ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე“.

ჯონი მელიქიანმა გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას  აქტიური თანამშრომლობისა და მუშაობის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში აღნიშნული იყო: „მთავრობა დარწმუნებულია, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  მოსაზღვრე ქვეყნებთან ნორმალური  ურთიერთობების დამყარება   და/ან განვითარება. საქართველოსთან  და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან  საზღვრის დემარკაციას  და დელიმიტაციას არსებითი მნიშვნელობა ექნება რეგიონში სტაბილური გარემოს შექმნის მიმართულებით“. 

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გარკვევის აუცილებლობის  შესახებ. ამას წინ უძღოდა შუა საუკუნეების მონასტრის დავით გარეჯის მფლობელობაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო დავა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრის შესახებ”, საქართველოსთან სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებია “ბავრა” (“ნინოწმინდა”):  შირაქის რაიონი, სოფელი ბავრა – საავტომობილო (დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჟდანოვი – საავტომობილო), “გოგავანი” (“გუგუთი”):  ლორის რაიონი, სოფელი გოგავანი – საავტომობილო (დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუგუთი – საავტომობილო), “პრივოლნოიე” (“ახკერპი”): ლორის რაიონი , სოფელ პრივოლნოიეს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 18 კმ-ით, საავტომობილო (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახკერპი- საავტომობილო), “აირუმი” (“სადახლო”): ლორის რაიონი, აირუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე – რკინიგზა (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო – რკინიგზა), “ჯილიზა” (“ოფრეთი”): ლორის რაიონი, სოფელ ჯილიზადან სამხრეთით 3 კმ -საავტომობილო (მარნეულის  მუნიციპალიტეტი, სოფელი ოფრეთი- საავტომობილო, არ მოქმედებს), “ბაგრატაშენი” (“სადახლო”):  ტავუშის რაიონი, სოფელი ბაგრატაშენი, ხიდი მდინარე დებეტზე – საავტომობილო  (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო – საავტომობილო).

ნახეთ მეტი
Back to top button