მთავარიპოლიტიკა

რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება მისი სუვერენული უფლებაა. ზახაროვამ უპასუხა ალიევს

რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება მისი სუვერენული უფლებაა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ბრიფინგის დროს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელიც გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებს.

 „ჩვენ ბევრს ვკითხულობთ და გვესმის ამის შესახებ, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენ დავამყარეთ შესაბამისი ურთიერთობა როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. “ამ შემთხვევაში რუსული მხარე ითვალისწინებს რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობას”, – განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვამ დასძინა, რომ რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას ჰუმანიტარულ სფეროში არსებული გამყოფი ხაზები, გაცვალონ სამხედრო ტყვეები “ყველა ყველას მიმართ” ფორმულირებით და დანაღმული ველების სრულმასშტაბიანი რუქებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CNN Turk– თან ინტერვიუში კიდევ ერთი აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა და რუსეთი დაადანაშაულა სომხეთისთვის – სტრატეგიული მოკავშირისთვის იარაღის მიწოდებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button