საზოგადოება

სომხეთში ჩატარდება კონკურსი “მშვიდობიანი მებრძოლი”

სამხედრო-სპორტული ღონისძიების “საერთაშორისო არმიის თამაშები -2021” ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში 19 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება კონკურსი “მშვიდობიანი მებრძოლი”. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სრ თავდაცვის სამინისტროდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ექვსმა ქვეყანამ წარმოადგინა: სომხეთის, რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, საბერძნეთის რესპუბლიკებმა და ყატარის სახელმწიფომ.

ღონისძიება გაიმართება მონტე მელქონიანის სახელობის სამხედრო-სპორტული სასწავლებლის და სრ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებიდან ერთ-ერთის ბაზაზე.

შეჯიბრის გახსნის ცერემონია გაიმართება 22 აგვისტოს, დახურვის ცერემონია 1 სექტემბერს. შეჯიბრებები ჩატარდება ერევანში, დილიჯანსა და იჯევანში. მონაწილე ქვეყნების გუნდები იასპარეზებენ სპორტულ სახეობებში – სამხედრო-სპორტულ “ათლეტში”, სამხედრო- პროფესიულ “პროფესიონალში”, ცეცხლის მომზადების “სნაიპერში,”  ლიტერატურულ-მხატვრულ და საცეკვაო-მუსიკალურ “ბატონსა და ქალბატონში”,  სამხედრო ისტორიის ცოდნის გამოცდაში “ერუდიტში”. სამხედრო-სპორტული შეჯიბრის პროგრამა ასევე სავსე იქნება კულტურული პროგრამებით, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button