მთავარიპოლიტიკა

ვაშინგტონი მოუწოდებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს მინსკის ჯგუფის ეგიდით

შეერთებული შტატები გმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საზღვრის ბოლოდროინდელ ესკალაციას.

აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა მხარეებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

“შეერთებული შტატები მოუწოდებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საგნობრივ მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტის მისაღწევად”,-ნათქვამია ,,არმენპრესის“ შეკითხვაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უწყვეტი დაძაბულობა, ვაშინგტონის განცხადებით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარებით იქნება შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის მშვიდობიანად ცხოვრება.

ნახეთ მეტი
Back to top button