სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს 25 აგვისტოდან სამთვიანი სასწავლო შეკრებების დაწყებას.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ცნობა გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ.
2021 წლის 25 აგვისტოდან 25 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადებულია სამთვიანი სასწავლო შეკრებები რეზერვისტთა პირველი ჯგუფის პირველ კატეგორიაში რეგისტრირებული რიგით, ქვეოფიცერთა და ოფიცერთა შემადგენლობის სარეზერვო პერსონალისათვის. საჭიროების შემთხვევაში, შეკრებების მონაწილეები ჩაერთვებიან საბრძოლო მორიგეობაში.
სამი თვის განმავლობაში სასწავლო შეკრებების უზრუნველსაყოფად სამხედრო სწავლებაში ჩაერთვება ჯამში 110 -მდე სატრანსპორტო საშუალება.
შეკრებებში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეები ჩაითვლებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ისარგებლებენ ყველა სარგებლით და სოციალური შეღავათებით, რომლებიც გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეებისათვის, შენარჩუნდებათ მათი სამოქალაქო სამუშაოები, ასევე მათ ექნებათ ანაზღაურება შეკრებებში მონაწილეობის ყოველი თვისთვის, დანიშნული სამხედრო თანამდებობისთვის გათვალისწინებული განაკვეთით, სამხედრო წოდებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შეკრებებში მონაწილეობა, კალენდრის მიხედვით, ჩაითვლება მოქალაქის სამხედრო სამსახურში ან ზოგად სამუშაო სტაჟში.
შეკრებებისგან თავის არიდება გამოიწვევს კრიმინალურ შედეგებს.