მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის შემადგენლობაში შეიქმნება უპილოტო მფრინავი აპარატების დეპარტამენტი

სომხეთის  შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შეიქმნება უპილოტო საფრენი აპარატების დეპარტამენტი. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ მიიღო 19 აგვისტოს წერილობითი კენჭისყრის შედეგად.

გამოქვეყნებული პროექტის თანახმად უპილოტო მფრინავი აპარატების დეპარტამენტი შეიქმნება შეიარაღებული ძალების  ავიაციის სამმართველოს  გარდაქმნის შედეგად.

”სამხედრო ტექნიკის ამჟამინდელმა განვითარებამ, ისევე როგორც საომარი მოქმედებების განხორციელებამ 2020 წელს, ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების განვითარებას და მართვას”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ გადაწყვეტილების პროექტში.

ნახეთ მეტი
Back to top button