პოლიტიკა

შესაძლებელია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების შემთხვევაში: არმენ გრიგორიანი

ჩვენ არ მიგვიღია  წინადადება,  სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ. ასეთი შეთანხმება იქნება, თუ რა იქნება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გაგვაჩნია ჩვენი პოზიცია:   სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების გზით, რაც შესაძლებელია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, როცა უპასუხა კითხვას აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებების შესახებ, რომ აზერბაიჯანი სომხეთს სთავაზობს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, მაგრამ სომხური მხარე არ ეხმაურება.

„ცოტა ხნის წინ, თანათავმჯდომარეებმა გამოაქვეყნეს განცხადება, ჩვენ ვუპასუხეთ, ჩვენ მზად ვართ მოვილაპარაკოთ საკითხის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ გადაწყვეტაზე, ეს იქნება საუკეთესო სამშვიდობო შეთანხმება. ეს არის გზა და მისი ერთ -ერთი დეტალი არის სადემარკაციო სამუშაოების დაწყება და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამ დროისთვის აზერბაიჯანი ამისთვის მზად არ არის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არაფერ შუაშია დემარკაციასთან, ის ცალკე თემაა”,-თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button