პოლიტიკა

ჩვენ შევაჩერეთ სამმხრივი მოლაპარაკებები, რადგან ასეთი საჭიროება იყო, ახლა ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას: გრიგორიანი

აზერბაიჯანულმა ჯარებმა უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია,  ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, ყველა ტყვე უნდა დაბრუნდეს სომხეთში რაც შეიძლება მალე.  როგორც იცით კუხო-ს  გენერალური მდივანი იყო ერევანში, ჩვენ გვქონდა საუბარი კუხო-ს  მისიაზე, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მალე გავიგებთ.   ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

თუ აზერბაიჯანი არ დააბრუნებს ტყვეებს, არ გაიყვანს თავის ჯარებს, უფრო მეტიც, იწყება რეგულარული სასაზღვრო დაძაბულობა, ჩვენ გვყავს მსხვერპლი, მაშინ რატომ  ვიწყებთ ვიცეპრემიერების დონეზე სამმხრივ მოლაპარაკებას? უსაფრთხოების მდივნის სიტყვებით, ასეთი აუცილებლობა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა წარმოჩნდა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ურთიერთმოლაპარაკების  შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. 90 -იან წლებში ომის ცხელ პერიოდშიც კი იყენებდნენ მსგავს პრაქტიკას.  სამმხრივი მოლაპარაკებები შეჩერებული იყო, რადგან ამ მომენტისთვის იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, მაგრამ როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ასევე გამოვიყენეთ მოლაპარაკების ფორმატსაც. ჩვენ უნდა დავიცვათ სომხეთის ინტერესები ყველა შესაძლო საშუალებით და აი, ახლა ჩვენ ვხედავთ ასეთს შესაძლებლობას”, – თქვა არმენ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button