მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა რუსეთის ფედერაციის ცენტრ პატრიოტში მონაწილეობა მიიღო სამხედრო-სამრეწველო გამოფენის და საერთაშორისო არმიის თამაშების “არმია -2021” გახსნის ცერემონიალში. იმავე დღეს, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა რუსულ მსხვილ სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებთან, განიხილა ორმხრივი ინტერესის მთელი რიგი საკითხები.
შემდეგ არშაკ კარაპეტიანმა სომხეთ-რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი განიხილა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორთან დიმიტრი შუგაევთან და კომპანია როსობორონექსპორტის დირექტორ ალექსანდრე მიხეევთან.