მთავარისაზოგადოება

დემარკაციამ მხოლოდ უნდა განამტკიცოს სომხურ-ქართული კავშირები: თბილისი

ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ სომხეთთან დემარკაციის საკითხი გადაწყდება ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მეგობრებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების ზიანის მიყენების  გარეშე. 2026 წლამდე სომხეთის ახალი მთავრობა გეგმავს გაუმკლავდეს აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციას და დელიმიტაციას.

225 კილომეტრიანი  სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან შეთანხმებულია   147 კილომეტრი.  დარჩა 78 კმ სიგრძის მონაკვეთი, სადაც მოსახლეობა მოუთმენლად ელის საკითხის გადაწყვეტას.

სომხეთ-საქართველოს საზღვრის ჯერ კიდევ საბოლოოდ შეთანხმებულ ნაწილებში მოსახლეობის  ცხოვრება ერთდროულად ორივე ქვეყანაზეა დამოკიდებული. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს მარნეულის რაიონი, ძირითადად სომეხებით დასახლებული სოფელი ხოჯორნი, რომელიც სამი მხრიდან ესაზღვრება სომხეთს, სადაც სომხეთ-საქართველოს საზღვარი (გამოყოფილი საბჭოთა წლეებში და ჯერ კიდევ მოქმედი) გადის  94 წლის მაკარ  ჰახვერდიანის სახლზე. სომხეთ-საქართველოს საზღვართან მისი სახლი ააშენა 50 წლის წინ. მას ვერც  კი წარმოედგინა, რომ ერთ დღეს სამეზობლოს ნაწილი სომხურ მიწაზე იქნებოდა,  მეორე კი ქართულ მიწაზე. როდესაც მკითხეს, თქვენი სახლი საქართველოს მიწაზეა, თუ სომხეთის, მე ვუპასუხე, რომ საქართველოს, რადგანაც აქედან სომხეთისაკენ პირდაპირი გზა არ გადის,  არის ტყეები, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი ეზოს ნაწილი ტუალეტის ჩათვლით დარჩა სომხეთის მიწაზე.

ყოველ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ საბოლოო დემარკაცია მას სომხურ-ქართული მიწის გარეშე არ დატოვებს.

ჰახვერდიანების მსგავსად, დაუზუსტებელი საზღვარი ყველას ურთულებს ცხოვრებას.

ხოჯორნის გარდა, საქართველო-სომხეთის საზღვრის არაკოორდინირებული ნაწილი რჩება სოფლების აღქიორფის, ჩანახჩის, ბერდაძორის  ნაწილებად, სადაც მცხოვრებთა ბაღების ნაწილი სომხეთის საზღვარზეა.

აღქიორფის, ჩანახჩის და  ულიანოვკის სოფლის გამგებელი გიგოლ ათაბეკიანი ამბობს:  „ყოფილი (საბჭოთა) საზღვრის მიხედვით, ხუჭაპის  მონასტერი სომხეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ არც იმ ყოფილი საზღვრის კოორდინატებია ნათელი. ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობა იყენებს თავის მიწებს, ამ მხრივ პრობლემა არ არის. მე ვფიქრობ, რომ ამ მონაკვეთზე სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი გზის მშენებლობა დღეს პრიორიტეტულია, რის შემდეგაც ყველა საკითხი, მათ შორის დემარკაცია, მოგვარდება“.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა „რადიოლურს“ დემარკაციის შესახებ კითხვების საპასუხოდ, რომ ის „უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ისე რომ საბოლოო დემარკაციამ  არ გაყოს, არამედ განამტკიცოს ხალხებს შორის კავშირები, შექმნას შესაძლებლობები საუკეთესო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სომხეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა თენგიზ შარმანაშვილმა “რადიოლურს” განუცხადა, რომ  “საზღვრის დემარკაცია ის საკითხი არ არის,  რომელიც სწრაფად უნდა მოგვარდეს, მაგრამ ეს პრობლემა უკვე მრავალი წლებია არსებობს და ის უნდა გადაწყდეს, უნდა გადაწყდეს ორივე მხარის დაკმაყოფილებით, სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ჩრდილის მიყენების გარეშე“.

მისი თქმით, “ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს გადაუჭრელი საკითხები”.

სომხეთთან დემარკაციის საკითხი საქართველოსთვის ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. სომხეთი და საქართველო 1992 წლიდან განიხილავენ სახელმწიფო საზღვრის დემარკაციას. 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის მოქმედებს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები.

ხოლო აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი დროდადრო ხდება ქართულ-აზერბაიჯანული სკანდალის მიზეზი.  აზერბაიჯანი  ქართულ  დავით გარეჯის კომპლექსს კვლავ ალბანურს და , “აზერბაიჯანის ქვის ხანის დროინდელ  ისტორიას”  უწოდებს.

ნახეთ მეტი
Back to top button