საზოგადოება

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ბაგრატ ალექიანი დაჯილდოვდა ალექსანდრე ნევსკის ორდენით

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ცნობილ კარდიოლოგ-ქირურგს ბაგრატ ალექიანს გადაეცა ალექსანდრე ნევსკის ორდენი, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მეცნიერებათა აკადემია და ხაზს უსვამს იმას, რომ ბაგრატ ალექიანი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი.

„ის არის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ენდოვასკულარული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი,700 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 11 მონოგრაფიისა. მისი ნამუშევრები დაკავშირებულია გულისა და სისხლძარღვების ინტრავასკულარული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებთან.

 „2015 წელს ბაგრატ ალექიანს გადაეცა  რუსეთის მთავრობის პრიზი  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში“, – აღნიშნულია სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button