მთავარიპოლიტიკა

კონფლიქტი მოგვარებული არ არისა, რადგან მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ლინ ტრეისი

აშშ-ს ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი ომის შედეგები არ არის გადალახული და კონფლიქტი მოუგვარებელია, რადგანაც მთიანი ყარაბაღის სტატუსი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

“ჩვენ ვიმუშავებთ როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვეცდებით სიტუაციის დეესკალაციას და ამ პოზიციიდან ინციდენტების აღმოფხვრას, რათა შესაძლებელი იყოს დარჩენილი საკითხების განხილვა, ომის შედეგების და სხვა საკითხების საბოლოო გადაწყვეტა”. ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით ლინმა  ჟურნალისტებს განუცხადა სიუნიქის რეგიონში.

უსაფრთხოების საკითხებთან, სასაზღვრო ინციდენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, ტრეისიმ აღნიშნა, რომ მან გამოთქვა თავისი აზრი მათ შესახებ და რამდენიმე პოზიცია გამოითქვა აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც. “თქვენ იცით, რომ ივლისში მე ვეწვიე გეღარქუნიქის რეგიონის ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონს, სადაც ინციდენტები დაფიქსირდა, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მოვუწოდებთ სიტუაციის დეესკალაციას, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ძალადობა”,-აღნიშნა  ლინ ტრეისიმ.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო პირები არიან კონფლიქტის შუაგულში, მათი უსაფრთხოება და დაცვა საფრთხის ქვეშაა, ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ საკითხების გადაწყვეტა  დაუყოვნებელი ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button