ანალიტიკა

ჟირინოვსკის პროგნოზი ახლო აღმოსავლეთისთვის. ევროპა დაეხმარება სომხეთს დასავლეთ სომხეთის მიწების დაბრუნებაში

რუსეთის ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ შესთავაზა 2030 წლისთვის  ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუქის თავისი ხედვა.

”პაკისტანი გაერთიანდება ავღანეთთან და შექმნის პუშტუნისტანის ერთიან სახელმწიფოს. ყველა სხვა არა-პუშტუნი ხალხები დასავლეთით ცენტრალური აზიისკენ დაიძვრება. ჰაზარები, ავღანეთის სხვა ხალხი, იძულებული გახდება გაიქცეს ირანში, სადაც შიიტები ცხოვრობენ. მაგრამ ირანი მაშინ შეიძლება განადგურებული იყოს.  

ანტი-ირანული ძალები შეეცდებიან მის მაგივრად შექმნან ცალკეული ირანული აზერბაიჯანი, სპარსეთი, თურქმენეთი და ბელუჯისტანი. ქვეყნის გაყოფა გამოიწვევს უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილთა გადაადგილებას ჩრდილოეთით კავკასიასა და თურქმენეთში. კერძოდ, ირანის თურქმენები შეეცდებიან გაერთიანდნენ თურქმენებთან ცენტრალურ აზიაში და ამის საფუძველზე შესაძლებელია კონფლიქტები. შეერთებული შტატების მხარდაჭერით, თურქეთში შეიქმნება ახალი ქურთული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება თურქ, სირიელ, ირანელ და ერაყელ ქურთებზე, დედაქალაქ დიარბაქირით, რომლის რიცხვიც დაახლოებით 40 მილიონია.

 ამით დაიწყება თურქეთის დაყოფა. მომავალში ევროპა დაეხმარება სომხეთს დაუბრუნოს დასავლეთ სომხეთის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ თურქეთის შემადგენლობაშია, საბერძნეთი გაათავისუფლებს კვიპროსს და მოითხოვს იზმირს. ბულგარეთი შეეცდება თრაკიის დაბრუნებას.

ერაყში სუნიტები დაუბრუნდებიან ძალაუფლებას და დაიბრუნებენ დომინირებას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, დედაქალაქ ბაღდადში, ხოლო სამხრეთი ნაწილი იქნება საფუძველი ახალი შიიტური არაბული სახელმწიფოსთვის, რომლის დედაქალაქი იქნება ბასრა. ამ ცვლილებების მთავარი ბენეფიციარი იქნება ისრაელი, რომელიც დომინირებას განახორციელებს  ამ პატარა, დანაწევრებულ სახელმწიფოებზე.

ავღანეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან ლტოლვილთა დიდი რაოდენობა გამოიწვევს სამოქალაქო ომს ცენტრალურ აზიაში, მათ შორის სამხრეთ ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. იქ იქნებიან მათი ლტოლვილები, რომლებიც გადადიან ჩრდილოეთით. მაგრამ რუსეთი არავის მისცემს უფლებას შევიდეს არც მის ტერიტორიაზე, და არც დასავლეთსა ან ევროპაში, მისი ტერიტორიის გავლით.

დაბოლოს, ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ 2030 წლამდე, ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ლიდერები სთხოვენ  თავიანთი ტერიტორიები მიიღონ რუსეთის შემადგენლობაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი სთხოვენ, რომ რუსეთ-პუშტუნის საზღვარი გავიდეს ამჟამინდელ საზღვარზე, ერთის  მხრივ ავღანეთსა და მეორე მხრივ ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს შორის. რუსეთი დაიკავებს მომლოდინე პოზიციას. ერთის მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ახალ სახელმწიფოებს, როგორიცაა ბელუჯისტანი, ირანის აზერბაიჯანი, სპარსეთი და ქურთისტანი. ჩვენ ასევე დავთანხმდებით სომხეთის მიერ მისი  დასავლეთის მიწებზე დაბრუნებაზე, კვიპროსის განთავისუფლებისა და თრაკიის ბულგარეთთან მიერთების შესაძლებლობას.

მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვერ მივიღებთ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, როგორც ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ეს არის დანგრეული ეკონომიკა, უზარმაზარი ლტოლვილები, ბევრი უბედური, მშიერი ხალხი, რომლებმაც გამოიარეს ომი. რუსეთი გააგრძელებს ამ რესპუბლიკებთან სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას და იყიდის ცენტრალური აზიის ყველა ტრადიციულ პროდუქტს – ხილს, ბოსტნეულს, ნესვს, მატყლს, პირუტყვს, ხორცს, ბამბას და ყველაფერს, რითაც მდიდარია ცენტრალური აზია, და ვაჭრობა უზრუნველყოფს აუცილებელ შემოსავალს ამ რესპუბლიკების მოსახლეობისათვის ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად“.

ნახეთ მეტი
Back to top button