კულტურა

სომხეთის წარმომადგენელი ლიდერობს საერთაშორისო სიმღერის კონკურსში  “ახალი ტალღა”

სარო გევორგიანი, რომელიც წარმოადგენს სომხეთს საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე „ახალი ტალღა“ ორი დღის შედეგებით ლიდერობს 179 ქულით.  

“არმენპრესის” ცნობით, კონკურსში მონაწილეობს 9 ქვეყანა – სულ 11 მონაწილე – ინდივიდუალური შემსრულებლები და ჯგუფები.

შეჯიბრის პირველ დღეს სარომ მიიღო 90 ქულა, რასაც მოჰყვა ყაზახეთის წარმომადგენლები,  ჯგუფი”მეზო”  – 86 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა ბულგარელმა მონაწილემ დენიცა კარასლავამ 85 ქულით. სარომ შეასრულა ბიონსეს სიმღერა “Listen”.

კონკურსში მონაწილეობენ მომღერლები ესპანეთიდან, ავსტრალიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან.

მეორე დღეს, 22 აგვისტოს, სარომ მიიღო 89 ქულა და სულ 179 ქულა.

“ახალი ტალღის” მომდევნო საკონკურსო დღეა 24 აგვისტო.

ჟიურის წევრები არიან ფილიპ კირკოროვი, დიმიტრის კონტოპულოსი, სერგეი ლაზარევი, ლობოდა, დიმა ბილანი, ალექსანდრე როზენბაუმი, დიმაშ კუდაიბერგენი, Artik-ი და Asti-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button