ეკონომიკა

სომხეთში განიხილეს ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების საკითხი

სომხეთში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა სომხური ატომური ელექტროსადგურის მე -2 ბლოკის ექსპლუატაციის ვადის ორმაგი გახანგრძლივების საკითხზე.

“არმენპრესის” ცნობით, სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ სომხეთისა და რუსეთის  ამ სფეროში მომუშავე კომპანიები და ორგანიზაციები.

მხარეებმა განიხილეს სომხური ატომური ელექტროსადგურის მიერ შემუშავებული N2 ბლოკის  ექსპლუატაციის ვადის ორმაგი გახანგრძლივების კონცეფციის პროექტი. განხილული იქნა სომხური ატომური ელექტროსადგურის კონცეფციის პროექტში შემოთავაზებული ზომები და მიდგომები.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, რუს სპეციალისტებთან ერთად, სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდა.  უკვე დასრულებულია წინასწარი გამოთვლები, რომლის მიხედვითაც ატომური ელექტროსდგური  დამატებით იმუშავებს 2026 წლის შემდეგ”, – ამბობს ედუარდ მარტიროსიანი, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის  გენერალური დირექტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button