
პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც გაიმართა ვიდეოკავშირის საშუალებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ კუხო-ს წევრი ქვეყნების სომხეთის, რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის ლიდერები, კუხოს გენერალური მდივანი, ასევე მოწვეული სტუმარი – უზბეკეთის პრეზიდენტი.

შეხვედრისას კუხო-ს ლიდერებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კუხო-ს პასუხისმგებლობის არეალთან, უსაფრთხოებასთან და ავღანეთში არსებულ სიტუაციასთან.