კულტურა

რუსი ეწვია სომხეთს და გამომწერებს მოუწოდა სამუდამოდ დაივიწყონ თურქეთი

რუსმა ტურისტმა შვებულება სომხეთში გაატარა და  თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა Yandex.Zen.  პირად ბლოგზე

პირველ რიგში, მან ხაზი გაუსვა კავკასიის ამ ქვეყნის სტუმართმოყვარეობას. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ მოსიარულე ტურისტებს უფასოდ გაუმასპინძლდნენ ყავით  ან თან გაყვნენ  სასურველ ადგილას.

”თქვენ ძვირფასი სტუმარი ხართ სომხეთში. სომხეთში ყოფნისას ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სურს ჩვენგან ფულის გამოტყუება ან მსგავსი რამ. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, ტაქსის მძღოლები არიან, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიის მახასიათებელია და მეორეც, თუ მანქანაში ჩაჯექი, მიუთითე მისამართი  და ფასზე არშეუთანხმდი, მაშინ ვინ არის დამნაშავე? ” თურქეთში, პირიქით, რუსები აღიქმებიან, როგორც „ფულის ტომარა“ და ფიქრობენ, რომ მათი უფასოდ დახმარების საკითხზეც სიტყვაც კი ზედმეტია.

შემდეგ მან აღნიშნა ხილის, ბოსტნეულის და პურის “მითიური” ფასები ადგილობრივ ბაზრებზე. მაგალითად, ლეღვის, ქლიავის, ატმის, კარტოფილის, პომიდვრის, კიტრისა და მწვანილის კალათა 150 რუბლი ღირს. ”თურქეთს განსხვავებული მენიუ აქვს განსხვავებული ფასებით ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის”, – თქვა მან.

გარდა ამისა, მამაკაცმა აღნიშნა, რომ  აქ უადგილოდ არავის არ „აეწებებიან“ და  თურქებისგან განსხვავებით, თავს არ მოაბეზრებენ დამსვენებელს.

ქალი სასიამოვნო შოკში იყო, რადგან რამდენჯერმე მას მოუწია თურქებთან ერთად ერთი მაგიდის გარშემო ყოფნა და მას  უცნაური შეთავაზებები  გაუკეთს, მაშინ როცა  სომხების უმეტესობა ცდილობს დაეხმაროს, გაუმასპინძლდეს, საჩუქარი უბოძოს.  „ეს მათ სისხლშია. საოცარი ქვეყანაა, მშვენიერი ხალხია. თურქეთის გახსენებაც კი არ მინდა. კი, თურქეთში ზღვა  არის, რაც შეეხება ზღვას –  მეორე დღეს უკვე იღლები. ჩემი არჩევანი აშკარაა:  ეს არის სომხეთი”, – თქვა ბლოგერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button