მთავარიპოლიტიკა

სომხეთი თანდათან გადადის პროფესიონალურ არმიაზე. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნული  კრების  24 აგვისტოს სხდომაზე მთავრობის 2021-2026 წლების პროგრამის წარდგენისას შეეხო არმიის რეფორმებს.

„9 ნოემბრის შემდეგ, ჩვენი ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი ჯარის, შეიარაღებული ძალების რეფორმირება და მოდერნიზაცია. მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ძალები ცდილობენ  ჩვენი არმიის რეფორმების დღის წესრიგი წარმოადგინონ, როგორც აგრესიული პოლიტიკის ან ომის დაწყების შესახებ ჩვენი განზრახვის ან გადაწყვეტილების მტკიცებულება. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რადგან სომხეთი, ისევე როგორც ნებისმიერი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო, შეიარაღებულ ძალებს ავითარებს, გარდაქმნის მას არა აგრესიისთვის, არამედ აგრესიისგან თავის დასაცავად, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის ლეგიტიმური და კონსტიტუციური მიზნისთვის.

მთავრობის მიზანია შეიარაღებული ძალების სფეროში განახორციელოს უწყვეტი რეფორმები, რაც უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების მხრივ კონსტიტუციური მისიის შესრულებას. სომხეთს არ აქვს ტერიტორიების დაპყრობის  ან ომის დაწყების განზრახვა. სტრატეგიულად სომხეთი თანდათან გადადის პროფესიონალურ არმიაზე. არსებითად შეიცვლება ვადიანი სამხედრო სამსახურის და მობილიზაციის სტრუქტურა”, – განაცხადა მან.

ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია არმიის ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, მართვის ავტომატური სისტემის დანერგვა, სამხედრო სამსახურის მიმზიდველობის გაზრდა, სამხედრო განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა.

ნახეთ მეტი
Back to top button