მთავარიპოლიტიკა

პესკოვი. ყირიმის საკითხი ეხება მოსკოვსა და ანკარას შორის არსებითი უთანხმოებების არეალს

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები პარტნიორული ხასიათისაა, მაგრამ მოსკოვსა და ანკარას შორის არის განსხვავებები, რაც ყირიმის საკითხს მოიცავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ”რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, ზოგადად, პარტნიორობის ხასიათს ატარებს და არა მხოლოდ დეკლარაციულია, არამედ მართლაც ემყარება სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობის რეალურ, მყარ საფუძველს”,-აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მაგრამ ეს,  განაგრძო მან, “არ ნიშნავს იმას, რომ ეს ურთიერთობები თავისუფალია მნიშვნელოვანი უთანხმოებებისგან”. “ყირიმის საკითხი არსებითი უთანხმოებების ერთ -ერთი მნიშვნელოვანი  სფეროა”, – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button