მთავარიპოლიტიკა

ჟონათან ლაკოტმა დაასრულა მისია სომხეთში და უკვე ახალი დანიშნვა მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

,,არმინფო“ წერს, რომ სომხეთში საფრანგეთის ელჩმა ჟონათან ლაკოტმა დაასრულა თავისი მისია ჩვენს ქვეყანაში და უკვე ახალი დანიშვნა მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დანიშვნის შესახებ 2021 წლის 12 აგვისტოს განკარგულების თანახმად, ჟონათან ლაკოტი, რომელიც 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ წარმომადგენლობას სომხეთში, ბრუნდება ცენტრალურ ოფისში ორსის სანაპიროზე.

“2021 წლის 1 სექტემბრიდან, იგი დაინიშნა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ დეპარტამენტში სამსახურის უფროსად პოლიტიკურ და უშიშროების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილედ, სამი წლით, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ერევანში მისი ყოფნის პირველივე დღიდან საფრანგეთის ელჩი დაუღალავად მუშაობდა სომხურ-ფრანგული ექსკლუზიური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისათვის, სომხეთში ფრანგული ენის გავრცელების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button