კულტურამთავარი

სომხეთი მიესალმა იუნესკოს ფაქტების დამდგენ მისიას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი მიესალმა იუნესკოს ფაქტების დამდგენ მისიას და მზად არის რაც შეიძლება სწრაფად შეუწყოს ხელი მის განხორციელებას – “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ” 1954წ. ჰააგის კონვენციის და თანდართული ორი ოქმის შესაბამისად, ,,თავისუფლების” კითხვის საპასუხოდ, ხაზს უსვამს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვაჰან ჰუნანიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.

“თავისუფლება” განსაკუთრებით დაინტერესდა, თუ როგორ გამოეხმაურებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ სომხეთი იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტის წინააღმდეგია მთიან ყარაბაღში. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა აღნიშნა, რომ იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა გაჩნდა 2020 წელს, 44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების გარდაუვალი საფრთხისგან დასაცავად.

”როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე ცეცხლის შეწყვეტის დამყარების შემდეგაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური ეკლესიების, სხვა კულტურული და რელიგიური ძეგლების განზრახ განადგურების და ვანდალიზმის მრავალი დოკუმენტირებული შემთხვევა არსებობს. მეტიც, არცახის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური განადგურების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ისტორიული ფაქტების გაყალბების, სომხური ძეგლების იდენტურობისა და კუთვნილების დამახინჯების, არქიტექტურული იერსახის შეცვლის დაუშვებელ შემთხვევებს აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით”, – თქვა მან.

ჰუნანიანი აღნიშნავს, რომ კულტურული დანაშაულებების დაფარვის მიზნით, აზერბაიჯანი გარკვეული ხნით ბლოკავს იუნესკოს ექსპერტების ვიზიტს, ხოლო ორგანიზაციას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მისიის განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნის პოლიტიზირების პრაქტიკა ახლაც გრძელდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ 2020 წ. დეკემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურულ საკითხებში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ დათანხმდა მისიას. „არცახის გადაშენების პირას მყოფი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა სასწრაფოდ საჭიროებს საერთაშორისო ყურადღებას, რათა სწორად შეინარჩუნოს იგი და თავიდან აიცილოს ვანდალიზმის შემთხვევები”, – განაცხადა სამინისტროს მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button