მთავარიპოლიტიკა

სომხეთს სურს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს: ფაშინიანი თბილისს ეწვევა

8 სექტემბერს  სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.  ერევანი  აპირებს თბილისთან ორმხრივი დღის წესრიგის რიგი ძირითადი საკითხების განხილვას.

ნიკოლ ფაშინიანმა თავად გამოაცხადა ვიზიტის თარიღები და წარადგინა მთავრობის პროგრამა ეროვნულ ასამბლეაში.

ინიციატივა “მრავალეროვანი საქართველოს”  ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ․ “ამ დონის ვიზიტები ყოველთვის მნიშვნელოვანნი არიან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც მუდმივ მუშაობას მოითხოვს. კერძოდ, ვიზიტის დაწყებამდე აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება, ტურიზმის განვითარება და შესაძლოა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაერთიანებაც. რამდენიმე წლის წინ მე პირადად შევთავაზე  სასაზღვრო ტურიზმის საკითხი სომხეთს. ზოგადად, განვითარების დიდი პოტენციალი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ახლა ისინი ნელნელა მიდიან იმ იდეების განხორციელებისაკენ.  ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით შეიქმნება საგზაო რუკა,” – თქვა მან  ”პირველ საინფორმაციოსთან” საუბარში.

ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, უსაფრთხოების საკითხები ცალკე განსახილველი თემაა. “თქვენ იცით, რომ ყოველთვის წარმოიშვება  კითხვები კუხო-სა და ნატოს გარშემო.  ამავე დროს, სიტუაცია რეგიონში მუდმივად იცვლება. ნატოს წევრი თურქეთი ახლა ბევრად უფრო ახლოსაა რუსეთთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ვიდრე თუნდაც კუხო-ს  ბევრი წევრი  ქვეყანა.  ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სერიოზულად აისახება სამხრეთ კავკასიის მომავლის დაგეგმვის საკითხზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის კონტაქტი შენარჩუნებულია, კონტაქტები გრძელდება ომის შემდგომაც. ჩემი დაკვირვებით, მოსალოდნელი ვიზიტი იქნება ყველაზე ტევადი თავისი შინაარსით. სომხეთში ჩატარდა არჩევნები და სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილურდება.  მრავალი საკითხის  დაგეგმვა შესაძლებელია ძალიან მშვიდად. არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა შეასრულოს შუამავლის როლი  საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ვფიქრობ, რომ სომხეთს თავად სურს ამ საკითხში თავისი როლის ამაღლება“.

ილაპარაკა რა იმის შესახებ, რომ 2021-2026 წლების მთავრობის პროგრამაში საქართველოსთან ურთიერთობისას აღინიშნა საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი და მისი გადაჭრის აუცილებლობა, არნოლდ სტეფანიანმა  აღნიშნა:  “მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც დღეს ხდება  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ძალიან ცუდია, როცა საზღვრები არ არის დაზუსტებული. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შედარებისგან სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვრები ისე უნდა იყოს დახაზული, რომ ინციდენტები რაც შეიძლება ნაკლები იყოს. მით უმეტეს, რომ ხანდახან ხდება  ინციდენტები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, როგორიცაა პირუტყვის მოტაცება ან დაკარგვა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა.  როგორც ჩანს, სომხეთს სურს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს დემარკაციის საკითხი და არ დაუტოვოს ეს პრობლემა  მომავალ თაობებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button