პოლიტიკა

ალიევი: სომხეთი რომ არ დანებებულიყო, ჩვენ დიდი დანაკარგები გვექნებოდა

სომხეთი რომ არ დანებებულიყო, ჩვენ დიდი დანაკარგები გვექნებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა ომის დროს ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინებითა და მანქანებით უზრუნველყოფის ცერემონიაზე, იტყობინება აზერბაიჯანული მედია.

„10 ნოემბრის ღამეს სომხეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს და ომი დასრულდა. ჩვენთვის ომის დასრულება აბსოლუტურად გონივრული იყო. ომი რომ გაგრძელებულიყო, ჩვენ უფრო მეტ დანაკარგს მივიღებდით. ჩვენ შეიძლება სირთულეების წინაშე აღმოვჩენილიყავით ქელბაჯარისა და ლაჩინის გათავისუფლებაში. ამ რეგიონის ბუნებრივი კლიმატი, მთები შეიძლება ჩვენთვის პრობლემა გამხდარიყო, თანაც  ზამთარიც ახლოვდებოდა”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button