პოლიტიკა

შეეგუა თუ არა სომხური არმია დამარცხებას: დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სამთვიანი სასწავლო შეკრებები

სომხეთში დაიწყო რეზერვისტების სამთვიანი  სასწავლო შეკრებები,  რამაც, ბუნებრივია, დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ფართო დისკუსიის საგანი გახდა, უსაფრთხოების გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც სომხეთს ომის შემდგომ შეექმნა. ომის ბევრი მონაწილე და რეზერვისტი მოუწოდებენ თავიანთ თანამემამულეებს აიღონ პასუხისმგებლობა შეკრებებზე, გაითვალისწინონ, რომ სამშობლოს დასაცავად არსებულ ვითარებაში თავდაცვითი და სამხედრო უნარების ქონა და შენარჩუნება, ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ყოველივე ეს აბსოლუტურად აუცილებელია სომხეთის თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით ყველა რეზერვისტისთვის. რა თქმა უნდა, სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საკითხში.

თემასთან დაკავშირებით, სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი მჰერ ჰაკობიანი “არმენპრესთან” საუბარში განმარტავს, რომ სამთვიანი სასწავლო ბანაკების მთავარი, ყველაზე აშკარა მიზანი არის რეზერვისტების საბრძოლო ეფექტურობის გაზრდა.

“აქამდე კაცობრიობას არაფერი გამოუგონია იმაზე უკეთესი, ვიდრე რეზერვისტების რეგულარულად მომზადება, ახალი ტიპის იარაღის შემოღება, ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტა, ადამიანების ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის რეგულირება და ა.შ.”

გარდა ამისა, ანალიტიკოსის აზრით, სასწავლო შეკრებებს ასევე აქვთ პოლიტიკური კომპონენტი, რომლითაც სომხეთი აჩვენებს მტერს, რომ სომხური არმია არსებობს, არ შეეგუა წარუმატებლობას, მზად არის აღადგინოს თავისი პოზიციები.

ხაზს უსვამს ტრენინგების აქტუალურობას და მნიშვნელობას, მჰერ ჰაკობიანი ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ მეტად მნიშვნელოვანია  მათი ხარისხიანად ჩატარება.

ნახეთ მეტი
Back to top button