მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციებზე სოთქის მიმართულებით

29 აგვისტოს, 00:20 საათისათვის, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა გამართეს სომხეთის პოზიციებზე  გეგარქუნიქის რეგიონში, კერძოდ,  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სოთქის მონაკვეთზე, რის შედეგადაც მოხდა ინტენსიური შეტაკება, რომელიც ორი საათი გრძელდებოდა.

02: 25 საათზე აზერბაიჯანის პოზიციებთან მოვიდა  სასწრაფო დახმარების მანქანა,  ამის შემდეგ  სომხურმა მხარემ შეწყვიტა სროლა, რათა მტრის მხარეს შესძლებოდა  დაჭრილების ევაკუაცია.

სომხური მხრიდან მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button