საზოგადოება

ახალგაზრდა და მუტირებული კორონავირუსი. სომხეთში არსებული ვაქცინები იცავენ დელტა შტამისგან

შეშფოთების გამომწვევი “დელტა” შტამის “სამშობლო” განგია. ინდოეთის რელიგიურ დღესასწაულზე, მაისის განმავლობაში, ათასობით ინდოელის მირონცხება ხდებოდა მდინარე განგის წყლებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, დავით მელიქ-ნუბარიანი, განმარტავს, რომ იმ დღეებში შეიქმნა კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელი ეპიდემიური პირობები, ხოლო რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო დიდია მისი მუტირების რისკი. 2021 წლის 11 მაისს ჯანმო -მ აღმოაჩინა “დელტა” შტამი და ის მიიჩნია უფრო საშიშ სახეობად. სპეციალისტი დეტალურად აღწერს:

პირველესი საფრთხე ის არის, რომ ეს შტამი 40-60% –ით უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ალფა შტამი, ანუ ის რაც იყო თავიდან. არსებობს R ინდექსის ცნება, რამდენი ადამიანი ინფიცირდება უკვე ინფიცირებულისგან? დელტასინდექსი არის R-5, შედარებისთვის, “ალფა-ს ვარიანტის ინდექსი არის R-2.6 “,-ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი.

 გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები “დელტას” შტამის გავრცელების წინააღმდეგ. წინ არის სექტემბერი, ახალი სასწავლო წელი და რამდენიმე ათასი ადამიანი დაუყოვნებლივ დაიწყებს დასწრებულ სასკოლო პროცესს, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. “24 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს 141 ქვეყანამ უკვე გამოაცხადა, რომ მათთან გავრცელებულია დელტა ვერსია, სომხეთში კი კვლევები ჩატარდა, ჩვენც გვაქვს ეს შტამი, და ის თანდათან გახდება დომინანტური ვერსია“,-ამბობს დავით მელიქნუბარიანი.

დელტა შტამით რამდენი ინფიცირებული არსებობს ამჟამად სომხეთში, სპეციალისტს უჭირს რიცხვის აღნიშვნა.

”ჩვენ არ გვაქვს რიცხვი, რადგან ეს არის არჩევითი კვლევა. როდესაც ადამიანს დაუდასტურდება კორონავირუსი, იმ მომენტში მას არ ეუბნებიან ალფა არის თუ დელტა, ეს მოითხოვს სპეციალურ კვლევას. სამინისტროს უახლესი კვლევის თანახმად, 30 ინფიცირებული ადამიანიდან 25 აღმოჩნდა დელტა, საიდანაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე ის იქნება დომინანტი“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი.

“დელტა” შტამის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება უფრო დიდია, და ჩვენი საწოლფონდი შეიძლება საკმარისი არ იყოს. სწორედ ამიტომ სპეციალისტი და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დაიცვან ანტიეპიდემიური წესები და, კერძოდ, აიცრან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, მსოფლიოში უკვე ჩატარდა კვლევები. “დელტას” ვერსიის შემთხვევაში ვაქცინის დაცვა მცირდება მხოლოდ 10%-ით. მსოფლიოში არსებობს ვაქცინები, რომელთა შესახებ არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ სომხეთში არსებულ ვაქცინებს შეუძლიათ დაიცვან ადამიანი “დელტა” შტამისგან, – ირწმუნება დავით მელიქ -ნუბარიანი․

ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება თითქმის იმდენ დაცვას უზრუნველყოფენ ინდური ,,დელტა“ ვერსიისგან, ანუ თუ ისინი აცრილნი არიან, სერიოზული ავადმყოფობის, არასასურველი შედეგის მქონე დაავადების რისკი, ზოგადად, მნიშვნელოვნად შემცირდება. ვიმეორებ, ვაქცინაცია ეფექტურია დელტას შემთხვევაში“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი მოუწოდებს ატაროს ნიღაბი, გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. სპეციალისტის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს. რატომ? იმიტომ, რომ სტატისტიკის თანახმად, დელტა შტამი უფრო გავრცელებულია 15-24 წლის ახალგაზრდებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუტირებული კორონავირუსი გაახალგაზრდავდა. არ არსებობს მკაფიო მონაცემები ამის მიზეზების შესახებ, სპეციალისტს აქვს საკუთარი ახსნა. მსოფლიოში ვაქცინირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმულია, ახალგაზრდები მცირერიცხოვანია, ხოლო ისინი, ვინც არღვევენ ანტი-ეპიდემიურ წესებს ან საერთოდ არ იცავენ მათ, ახალგაზრდები არიან. ეს არის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ შტამების გაახალგაზრდავებას.

ნახეთ მეტი
Back to top button