საზოგადოება

სომხეთში 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის მოთხოვნა, რომ ყველა დასაქმებულმა უნდა გაიაროს PCR ტესტი თვეში ორჯერ

1 ოქტომბრიდან  სომხეთში ყველა დასაქმებულმა უნდა წარადგინოს PCR ტესტი თვეში ორჯერ. ამის შესახებ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

მისივე თქმით, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც, მოქალაქე აცრილია, ორსულადაა ან აქვს აშკარა უკუჩვენებები ვაქცინაციისთვის.

“ჩვენ ველოდებით იმ ადამიანთა დიდ ნაკადს, რომელთაც სურთ აცრა, ჩვენ მზად ვიქნებით მათ მომსახურებისთვის”, – განაცხადა ავანესიანმა.

ავანესიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, იყვნენ ფხიზლად და ატარონ ნიღბები.

 ”თუ ვაქცინაციას, როგორც პროფილაქტიკურ ღონისძიებას, გარკვეული დრო სჭირდება სანამ პირველ და მეორე დოზას  მივიღებთ, ამ შემთხვევაში  ნიღბები არის ძალიან ხელმისაწვდომი. ეს არის  ეფექტური მექანიზმი, რათა ჩვენ მაქსიმალურად შევაჩეროთ დაავადების პროგრესი ”, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button