მთავარიპოლიტიკა

31 აგვისტოს არარატ მირზოიანი მოსკოვში გაემგზავრება

31 აგვისტოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში  გაემგზავრება, სადაც მას შეხვედრა ექნება თავის რუს კოლეგასთან.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეს არის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მინისტრები დეტალურად განიხილავენ რუსულ-სომხური ალიანსის ყველა სფეროში განვითარების შემდგომ ნაბიჯებს,  თანამშრომლობას  საერთო ინტეგრაციულ ერთეულებში, როგორებიც არიან:  დსთ, კუხო, და  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში,  კოორდინირებას გაუწევენ თავიანთ პოზიციებს გაეროსა და ეუთოს საერთო ინტეგრაციულ კავშირებში თანამშრომლობას,  გადახედავენ  მთიანი  ყარაბაღის შესახებ  რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრისა და  2021 წლის 11 იანვრის განცხადებების შესრულების მიმდინარეობას,  მათ შორის ჰუმანიტარულ და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკება  ხელს შეუწყობს   ერევანთან მოკავშირული თანამშრომლობის გაღრმავებას,  რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას”, – ნათქვამია ცნობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button