საერთაშორისო

სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება

სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე,” – განაცხადა  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა:

„4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება უკვე დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დაგეგმილი წინა სემესტრებში. ეს მდგომარეობს იმაში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება ანუ ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“.

ნახეთ მეტი
Back to top button