ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკის ყველა დარგში აღინიშნება აღდგენითი ზრდა: არამ საფარიანი

ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მე -7 მიმდინარე ეკონომიკური კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში სომხეთში აღინიშნება ეკონომიკის აღდგენითი ზრდა თითქმის  ყველა სექტორში.

პრესკონფერენციაზე “სომხეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ ნახევარში   ევრაზესის  წევრობის კონტექსტში”, რომელიც გაიმართა “არმენპრესის” პრეს დარბაზში, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა არამ საფარიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელს კორონავირუსული დაავადების გამო, ასევე 44-დღიანი ომი სომხეთში აღირიცხა რეგრესი დაახლოებით 8%-ით.

„გასული წლის კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ, ამა წლის პირველ ნახევარში შეინიშნება  აღდგენითი ზრდის ტემპები.   ამ ფაქტის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ოპტიმისტები, უფრო მეტიც, 2021 წლის ივლისში, მაისთან შედარებით, ეს მაჩვენებლები  პროგრესულად იზრდება.  ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკა პოზიტიურ ველშია”, – თქვა საფარიანმა.

მისივე თქმით, აღდგენით ზრდას და განვითარებას, რომელიც შეინიშნება სომხეთის  ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში, აქვს უწყვეტი ტენდენცია.

მან აღნიშნა, რომ ზოგადი ეკონომიკური განვითარების პირობებში, ევრაზესის ბაზრების თავისებურება ის არის, რომ მცირე ეკონომიკები, როგორიცაა სომხეთი და ყირგიზეთი, მათ უფრო სწრაფად გრძნობენ. პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი და ყაზახეთი, რომლებსაც აქვთ დიდი ეკონომიკა, ამ მახასიათებლებს უფრო ნელი ტემპით  განიცდიან.

ნახეთ მეტი
Back to top button