ეკონომიკა

სომხეთში 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის 23% -იანი ზრდა დაფიქსირდა: კვლევა

სომხეთში, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მე -7 მიმდინარე ეკონომიკური კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა ექსპორტის 23% -იანი ზრდა.

პრესკონფერენციაზე “სომხეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ ნახევარში ევრაზესში წევრობის კონტექსტში”, რომელიც გაიმართა “არმენპრესის” პრეს-დარბაზში, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა აშოტ თავადიანმა აღნიშნა, რომ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა უზრუნველყოფს ეკონომიკურ  ზრდას ექსპორტის მეშვეობით.

„2021 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფიქსირდა ექსპორტის 23% -იანი ზრდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადად გარე ფაქტორებმა განაპირობა. შიდა ფაქტორები რჩება ძვირი და არაეფექტური. ექსპორტი რუსეთში გაიზარდა 35%-ით,  ყაზახეთში – ორჯერ. ფერადი ლითონების ექსპორტი გაიზარდა 47%-ით, რაც განპირობებულია იმით, რომ 1 ტონა სპილენძის ფასი უცხოურ ბაზარზე 6, 6 ათასი დოლარიდან 9,5 ათას დოლარამდე გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი შემცირებულია 2019 წელთან შედარებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ინდექსი მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის  ექსპორტის თვალსაზრისით, რომელიც წელს ორჯერ,  4-6%-ითშემცირდა 2018 წელთან შედარებით, “,-თქვა თავადიანმა.

მისივე თქმით, იმპორტის მხრივ სომხეთში დადებითი  ტენდენციები შეინიშნება, ძირითადად გაიზარდა სხვადასხვა სახის საწვავის იმპორტი.

ნახეთ მეტი
Back to top button