ცნობილია როდის დასრულდება სომხეთ-საქართველოს მაგისტრალის სარემონტო სამუშაოები
სომხეთიდან საქართველოსკენ მიმავალი ერთ-ერთი მაგისტრალი (M-6, ვანაძორ-ალავერდი-ბაგრატაშენი) 30 ნოემბრამდე სრულად გარემონტდება. ინფორმაცია Sputnik სომხეთს მიაწოდა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა. ხდება მთების გავლით სამი გვირაბის, რომლებიც რამოდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, გარემონტება (ახლა იქ ორი სატვირთო მანქანის გავლაა შესაძლებელი). რიგ სახიფათო მონაკვეთებში, რომლებიც ხეობებში გადის, ახალი ბარიერები დამონტაჟდება, ხოლო ორზოლიანი გზა ზოგან სამ ხაზამდე გაგანიერდება.
გარემონტება დაიწყო 2016 წელს აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებით (თითოეული 51 მილიონი ევრო). 2020 წელს ზოგიერთი სამუშაო გადაიდო კორონავირუსის, ასევე საომარი მოქმედებების გამო. ივლისში, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ქრისტინა ღალეჩიანმა სამუშაოების დასრულების ვადად 31 აგვისტო დაასახელა, მაგრამ იგი გადაიდო 30 ნოემბრამდე.
მაგისტრალის გარდა, შენდება არაერთი განშტოებები, მათ შორის ალავერდიდან სოფელ ოძუნამდე (ეს შეამსუბუქებს მოძრაობას არა მხოლოდ ოძუნიდან, არამედ სტეფანავან-ალავერდის მთელ გზაზე).
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის მაისში მზად უნდა იყოს სომხეთიდან საქართველოსკენ ახალი სასაზღვრო ხიდი მდინარე დებედზე. იგი შენდება ძველი ხიდის პარალელურად.
სასაზღვრო გადასასვლელი გაფართოვდება ამჟამინდელი 2 ხაზიდან 4 – მდე (ფაქტობრივად იქნება ორი ხიდი, თითოეულს ექნება ორი ხაზი), ხოლო მოქმედი ხიდი გახდება სათადარიგო.
7.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მშენებლობა დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.