მთავარიპოლიტიკა

არ შეიძლება იყოს სხვა სუვერენული ქვეყნის დერეფანი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე: უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს დერეფანი ან სხვა ამდაგვარი. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა „თავისუფლების“ გადაცემისას “საკვირაო ანალიზი ჰრაირ თამრაზიანთან”.  

ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა, რომ განბლოკვას აზრი აქვს მხოლოდ იმ ლოგიკით, როდესაც ყველა არხი და გზა გაიხსნება,  სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიას გამოიყენებს რუსეთთან დასაკავშირებლად, აქ დერეფნის შესახებ საუბარს უშიშროების საბჭოს მდივანი ალოგიკურად მიიჩნევს.

რაც შეეხება 25 აგვისტოს დაწყებულ სამთვიან სასწავლო შეკრებებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ომის საშიშროება რეგიონში არასოდეს გაქრება, მაგრამ ეს სამხედრო შეკრებები წარმოადგენენ სომხური არმიის რეფორმის ერთ ნაწილს, რომელიც ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას.  

კითხვაზე, “რა ხდება? ემზადებით ომისთვის? არის თუ არა მორიგი თავდასხმის საფრთხე?” გრიგორიანმა უპასუხა ․

„ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვქონია  აზერბაიჯანთან რაიმე შეთანხმება, რომ ვილაპარაკოთ ამ შეთანხმების დარღვევის თემაზე. აშკარაა, რომ 9 ნოემბრის განცხადება იყო გარკვეული სტაბილიზაციის საფუძველი რეგიონში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს საკითხების სრულად გადაწყვეტა.

რაც შეეხება დერეფნის ძალით გადაწყვეტას, სომხური არმია და თავდაცვის სისტემა მზად არის დაიცვას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია. საერთოდ, მიმოქცევაში გაშვებულ  „დერეფნის“ თემას  არანაირი კავშირი არა აქვს რაიმე დოკუმენტთან. ცალსახაა, რომ არც 9 ნოემბრის, არც 11 იანვრის განცხადებაში არ იყო ნახსენები დერეფანი, ეს დისკუსიები შეუსაბამოა.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ განბლოკვას აზრი აქვს მხოლოდ იმ ლოგიკით, როდესაც ყველა არხი და გზა გაიხსნება,  არის შესაძლებლობა, რომ რეგიონი განიბლოკოს. სხვათა შორის, ჩვენ გამოვიყენებთ აზერბაიჯანის ტერიტორიას რუსეთთან დასაკავშირებლად, აქ დერეფანზე საუბარი ალოგიკურია. თუ აზერბაიჯანი საუბრობს დერეფნის ლოგიკაზე, მაშინ ნათელია, რომ ჩვენც  მივიღებთ დერეფანს, თუკი ასეთი დერეფნისათვის დაიწყება განხილვები,  მაგრამ სხვა შემთხვევებში, სხვა სუვერენული ქვეყნის დერეფნის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ  ტერიტორიაზე გახსნა მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას.

რაც შეეხება სამთვიან სამხედრო შეკრებებს,  ეს ჯარის რეფორმების  ნაწილია. იცით თუ არა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ 44-დღიან ომში, იყო რესურსების მობილიზების საკითხი? ჩვენ ასევე ვაწყობთ ამ სამთვიან შეკრებებს,  როგორც საჯარო რესურსების გამოყენების საშუალებას, ანუ მობილური რესურსების ეფექტურად გამოყენების საშუალებას, მათ ეფექტურ მართვას.

რეგიონის დესტაბილიზაციის საკითხზე პასუხის გაცემისას უნდა აღვნიშნო, რომ ომის საშიშროება რეგიონში არც არასდროს გამქრალა, ვერავინ იტყვის, რომ რეგიონში ომის საფრთხე გაქრა. ზოგადად, როგორც აღვნიშნე, ამ სამთვიანი შეკრებების მიზანია ჩვენი ჯარის, ჩვენი საზოგადოების მობილიზებული  ძალების უფრო ეფექტური მართვის ორგანიზება“.

ნახეთ მეტი
Back to top button