ეკონომიკა
სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ ჩაატარა ჩინეთიდან სომხეთში ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირება კონტეინერებით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“-მ სომხურ “შინარვესტ” კომპანიისთვის წარმატებით მოაწყო და განახორციელა ტვირთის – შემრევი ავტომანქანების, მულტიმოდალური ტრანსპორტირება ჩინეთის ქალაქ ლაიჩჟოუდან. ტექნიკის გამოყენება იგეგმება ვარდენისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისას.
ტრანსპორტირება განხორციელდა 40 ფუტიანი კონტეინერით შემდეგი სქემის მიხედვით.
საავტომობილო გზით: ლაიჩჟოუს ქალაქი (ჩინეთი) ® ცინდაოს პორტი (ჩინეთი);
სარკინიგზო ტრანსპორტირება: ცინდაოს პორტი (ჩინეთი) სადგური ზაბაიკალსკი (რუსეთის ფედერაცია) ® სადგური ვლადიკავკაზი (რუსეთი);
საავტომობილო გზით: სადგური ვლადიკავკაზი (რუსეთი) ® ერევანი (სრ). საერთო ხანგრძლივობა იყო 60 დღე.