მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა კუხო-ს გენერალურ მდივანს სტანისლავ ზასს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, შეხვდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სტანისლავ ზასს.

არარატ მირზოიანმა და სტანისლავ ზასმა დეტალურად განიხილეს რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე ცვლილებების დინამიკა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კუხო-ს წევრი ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესებზე.

შეხვედრისას თანამოსაუბრეები შეეხნენ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების შეღწევის შედეგად შექმნილ ვითარებას. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სიტუაციის სწრაფი მოგვარებისა და დეესკალაციის აუცილებლობას.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა,  რომ სომხეთის მომავალი პრეზიდენტობა კუხო- ში აქტიურ ძალისხმევას განახორციელებს ორგანიზაციის პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერებისათვის. სტანისლავ ზასმა დაარწმუნა, რომ კუხო- ს სამდივნო ყოველ ღონეს იხმარს, რათა წინ წამოსწიოს  სომხეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტები კუხო- ში.

ნახეთ მეტი
Back to top button