მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს გაათავისუფლოს ტყვეები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე: ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე უპირობოდ. ამის შესახებ მან მოსკოვში არარატ მირზოიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა.

”ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ტყვეების გადაცვლის საკითხში გამოიყენონ პრინციპი, „ყველანი ყველაზე“,  ჩვენ მოვუწოდებთ მათ გაათავისუფლონ ყველანი ყოველგვარი პირობების გარეშე”, – თქვა მან.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარის ასეთი ქმედება “გახდება ნდობის სიმბოლური საშუალება, რომლის ნაკლებობაც იგრძნობა, გარდა ამისა, ეს იქნება ჰუმანიტარული ნაბიჯი“.

”ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ პოზიციებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება  ჩვენზე დამოკიდებული არ არის“, -აღნიშნა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button